გადაცემა ვანოს შოუში, წამყვანი, ვანო ჯავახიშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
ქართული ოცნება კბილებით იცავს დასანქცირებულ მოსამართლეებს, ყველაზე საოცარი არგუმენტი, ირაკლი კობახიძემ თქვა: – „მთავარზე“ რომ რაღაცას უყურებ, ნოდარ მელაძეს უყურებ და „ალიაში“ რაღაცას წაიკითხავ, თურმე, ეს არის საკმარისი საფუძველი, რომ მოსამართლე დაასანქცირო”.
ეს კაცი ისეთ აბსურდულ რაღაცეებს იძახის, რომ მალე შეიძლება ისიც შემოგვაპაროს, რომ დედამიწა ბრტყელია და ბიძინას ნაყიდ ოთხ სპილოზე დგას დღემდეო… კობახიძეს ჰგონია, რომ ენტონი ბლინკენი “ალიას” კითხულობს და ისე იღებს გადაწყვეტილებებს, ეგ კი არა, ბაიდენი რომ ბაიდენი ისე არ იწყებს, თურმე, დილას, “ალია” რომ არ წაიკითხოს და ლაღიძის წყალი არ დააყოლოს ზემოდან. წარმოვიდგინე ახლა, თეთრ სახლში, ბლინკენი “მთავარს” რომ უყურებს, კამალა ჰარისი “ალიას” რომ კითხულობს და ამ დროს, ოთახში რომ შემორბის ბაიდენი, მომეცი პულტი, ნოდარის შაბათი იწყებაო.”
კომენტარები