გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“აქამდე არაფერი დამიწერია ლარის კურსზე,
იმიტომ რომ
იმ ქვეყანაში, სადაც კუპონჩიკს თვლიან უდიდეს ფინანს ექსპერტად და ქოცნაცი თუ აპოლიტიკური უდიდეს ექსპერტად თვლიან სსრკ-ს დროინდელ ექსპერტიზას,
ძნელია რაიმე კამათი.
მაშ ასე
თუკი ბოლო ათი წლის ქართული სატელევიზიო ფინანსანალიტიკით ვიმსჯელებთ,
საქართველო ეკონომიურად უნდა გუგუნებდეს
მყარდება ეროვნული ვალიუტა
გაცილებით უფრო დიდი აღტკინება და პათოსი უნდა ჰქონდეთ რუსებს.
მარტის დასაწყისში აშშ ს პრეზიდენტმა სიტყვასიტყვით თქვა, რომ
რუსული რუბლი მაკულატურა არ იქნებაო
9 მარტს ერთი დოლარი 153 რუსული რუბლი ღირდა.
დღეს 1 დოლარი 58 რუბლია.
ეს რას ნიშნავს?
და დაიწყებენ დიდ დავას და დისკუსიებს.
ეს ჩემთვის ნიშნავს უბრალოდ აი რას
ამა წლის 9 მარტს მოსკოვში ბოლო აიფონი ღირდა 1200დოლარი
სამსუნგი 900 დოლარი
ამა წლის ივლისში,
როცა
რუბლის კურსი თითქმის 250 %ით გამყარდა
აიფონი ღირს 2500 დოლარი
სამსუნგი 1800 დოლარი
რუსეთის ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა დაუშვა რუბლის კურსის გასამყარებლად.
ბაიდენი სულელი კი არაა,
მრჩევლები ჰყავს და ფაქტობრივად ,,ააგდო,, რუსეთი, რომ ყველაფერი ეღონა ვალუტის გასამყარებლად.
დღეს რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რომ როგორმე დააგდო რუბლის კურსი.
თუ გახსოვთ
რუსეთმა მისი ვალიუტის გამყარების მიზნით ყველასგან მოითხოვა გაზის და ნავთობის ფასის რუბლში გადახდა
ჰოდა იხდიან
დიდი სიამოვნებით
ჩინელები და ისრაელი და სამხრეთ აფრიკა და უკვე ყველა დიდი სიამოვნებით იხდის რუბლს.
რუბლზე გადახდით არც გაზი და არც ნავთობის ფასი არ გაძვირებულა.
ეს მოკლედ თემაზე არასწორი და აბსოლუტურად ზედმეტი რეგულაცია.”
კომენტარები