ბახმაროში, დაახლოებით, 5 წლის გოგონას, მოზარდმა შემთხვევით ცხენით გადაუარა.
ბავშვი გადაყვანილი იქნა ჩოხატაურის მედალფას კლინიკაში, საიდანაც მალევე მოხდა მისი გადაყვანა ქუთაისის სპეციალიზირებულ კლინიკაში.
“ამ დილით ჩვენთან შემოიყვანეს ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, ასევე, ტვინის შერყევა. ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, მისი გადაყვანა ქუთაისის სპეციალიზირებულ კლინიკაში.“ – განაცხადა ჩოხატაურის მედალფას კლინიკის დირექტორმა ანტონ ხუნდაძემ.
კომენტარები