მოდის სახლები Balenciaga და Saint Laurent-ი სამედიცინო ნიღბების წარმოებას იწყებენ. როგორც Bloomberg-ი წერს, ამის შესახებ კოროპორაცია Kering-მა განაცხადა, რომელიც ორივე ბრენდს ფლობს.
Balenciaga და Saint Laurent-ი სამედიცინო ნიღბებს ფრანგულ საავადმყოფოებს მიაწვდიან, მათი წარმოება კი მას შემდეგ დაიწყება, რაც ამის უფლებას მათ ჯანდაცვის სისტემა მისცემს.
გარდა ამისა, Kering-ი ფრანგულ საავადმყოფოებს საჩუქრად 3 მილიონ ნიღაბს გადასცემს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
კომენტარები