საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:
“საქართველოში ბოლო სამი დეკადის განმალობაში უნამუსო, ფსევდოინტელექტუალი, ფსევდოღირებულებების მატარებელი, სინამდვილეში კი საკუთარ ქვეცნობიერში კრემლის რბილი ძალის ბაცილებით გამოძეძგილ “მკვლევართა” და “პროფესორთა” (ამჯერად მათ არ დავასახელებ…) წყალობით საქართველოს უახლესი ისტორია მეტადრე 1990 წლიდან გაყალბებულია, გადაწერილია და დამახინჯებულია.
კრეისერი “მოსკვა,” რომელიც შავი ზღვის ფსკერისკენ გაემგზავრა გუშინ, არის იმ გენერალი ბალტინის ფლოტის ფლაგმანი, რომელმაც 1993 წლის ოქტომბერში ფოთში გადმოსხა მედესანტეთა ცოცხალი ძალა, ტანკები, ჯავშანმანქანები, გაუბიცები.
ედუარდ ბალტინი ის რუსი (და არა უკრაინელი) გენერალია, კრემლის (და არა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის) დაქვემდებარებაში, რომელსაც ჯაბა და ედუარდი დახვდნენ ფოთში საკუთარი ქვეყნის დასაპყრობად და ასაოხრებლად. ისტორიას ფოტოც შემორჩა.
იმიტომ, რომ უარი თქვეს ამაზე ცოტა ხნით ადრე ბობოყვათის მოლაპარაკებებში ფაქტობრივი და კანონიერი ხელისუფლებების დელეგაციებს შორის ერთობლივ არჩევნებზე, რაც დაპირისპირებას დაასრულებდა და აირჩიეს ფორმულა “ყველას მინუს ერთი”.
კომენტარები