მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერების შეგროვების განახლებას აპირებს.
ის კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი შვილის მკვლელობის გამოსაძიებლად, დროებითი კომისია შეიქმნას.
“მე ვითხოვ ხელმოწერების შესაგროვებლად დავდგა კარავი, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა ამ ყველა სიბინძურეს მოეღოს ბოლო. კითხვას გაეცეს პასუხი.
უფლებას მომცემენ, თუ არ მომცემენ, კანონის საწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებ და ბანერს მაინც დავდგამ, კანონი მაძლევს ამის უფლებას. “ქართულმა ოცნებამ” თქვა რომ გაერთიანებული ოპოზიციზსთვის გავროვებ ხელმოწერებს, არა ჩემთვის…
ესენი ყველაფერს აკეთებენ ჩემს გასაშავებლად, რადგან იციან, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს აქვს დიდი მხარდაჭერა“, – აცხადებს პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა “ფორმულასთან”.
კომენტარები