პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და მიკროსაფინანსოების და კომერციული ბანკების ხელმძღვანელობას პრემიერ გახარიას განკარგულების მორიგ ჯერზე იგნორირებაში ადანაშაულებს:
„პრემიერ-მინისტრმა ორჯერ განაცხადა, რომ მათ, ვისაც შეუწყდათ, ან შეუმცირდათ შემოსავალი, 2020 წლის მარტის შემდეგ, სესხები ჯერ 3 თვით, შემდეგ კიდევ 3 თვით გადაუვადდებოდათ კაპიტალიზაციის გარეშე. ფინანსურმა ინსტიტუტებმა კი, ეს განკარგულება უბრალოდ დააიგნორეს და ადამიანებს გაზრდილი, პროცენტებდარიცხულ გადასახადი წარუდგინეს.
მე კონკრეტული ადამიანებისგან ვფლობ ინფორმაციას და წარვუდგენ, როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას. მაშინ როდესაც ადამიანები სახლებში გამოვკეტეთ, მათ დამატებული პროცენტების კი არა, დაგროვილის გადახდა გაუჭირდებათ, მითუმეტეს თვითდასაქმებულებს!
ამიტომ, თუ ჩვენ, პარლამენტი, შესაბამისი კომიტეტი მაინც სასწრაფოდ არ დავაფიქსირებთ ჩვენ მკაცრ, ხისტ პოზიციას იმის თაობაზე, რომ პრემიერ გახარიას განცხადება მორიგ ჯერზეც არ დარჩეს მხოლოდ მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქმულ დაპირებად, მაშინ ან პარლამენტი რად გვინდა, ან მთავრობა, ან კონსტიტუცია, ან სახელმწიფო?! ჩავბარდეთ პირდაპირ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ, ასე კანონზე მაღლა თუ დგანან!
ასევე უმნიშვნელოვანესია შესრულდეს, პრემიერის 27 მაისის განცხადება, როდესაც საპარლამენტო მდივანს დაავალა დარგებთან მიმართებაში შეესწავლა ვის ეხება ფორს-მაჟორული სიტუაცია. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება რესტორნების, სასტუმროების ბიზნესისთვის და ამ სფეროებში დასაქმებული ათასობით ადამიანისთვის.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოგიწოდებთ, დავგეგმოთ შეხვედრა, თუნდაც ეკონომიკის მინისტრთან ერთად და განვსაზღვროთ, შევათანხმოთ ის დარგები, რომელსაც ფორს-მაჟორი შეეხება, რადგან თვითონ მთავრობაც კი აღიარებს, რომ სურათი საკამოდ მძიმეა. ანუ, რომ ფორს-მაჟორი, რაც არსებობდა და რაც სამოქალაქო კოდექსითაც და კონსტიტუციითაც განსაზღვრულია, ავამოქმედოთ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით.“
კომენტარები