ფოტო – მთავარი
ქობულეთში, კერძო და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები მორიგ აქციას მართავენ. მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს ქობულეთის მერიის შენობასა და ქართული ოცნების ოფისს შორის.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტურისტული სეზონი ქობულეთში ჩავარდა, რის გამოც ვერ იხდიან ბანკის ვალებს და ხელისუფლებას სთხოვენ, უშუამდგომლოს ბანკებთან, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი.
აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი შეხვდა. მერის განმარტებით, ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.
კომენტარები