ფოტო – ტვ პირველი
წინასწარი ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ,,ვითიბი ბანკში” მძარცველი სავენტილაციო შახტიდან შევიდა. ბოროტმოქმედმა თანხის წაღება ვერ მოასწრო. ის თანამშრომელმა შეამჩნია და სახეში მომწამლავი ნივთიერება შეასხა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ,,ვითი ბანკის” 24 საათიან ფილიალში ახლა გაუსაძლისი სუნი დგას. ერთ ერთი ვერსით, მძარცევლმა ბანკში შესვლა სახურავიდან შეძლო, სადაც ღვინის ქარხნის ტერიტორიიდან მოხვდა. ამ წუთებში ბანკში საგამოძიებო მოქმედებები მიდის
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19/177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარები