რუსთავი 2–ის ინფორმაციით, მათ უკვე მიეცათ დანაშაულის ადგილის, კონრეტულად კი, ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალის გადაღების ექსკლუზიური საშუალება და უფლება და მედიის ცნობით, იატაკზე დაგდებული იყო ყუმბარა და მოფენილი იყო ფული.
შეგახსენებთ, შსს–მ უკვე დაადასტურა, რომ თავდამსხმელი დააკავა და მძევლები გათავისუფლებულია.
ადგილზე ისმოდა სროლის ხმა, ვინ ისროდა – უცნობია, ისევე, როგორც არ ვრცელდება ინფორმაცია, არიან, თუ არა, დაზარალებულები.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
კომენტარები