რუსეთის ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი “ტვიტერზე” ევროკავშირის სამეულის შეხვედრას ირონიით და დამამცირებლად გამოეხმაურა,
„ბაყაყების, ღვიძლის ძეხვისა და სპაგეტის ევროპელ მოყვარულებს მოსწონთ კიევის მონახულება. ნულოვანი სარგებლით“- დაწერა მედვედევმა.
ამასთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით,
პოლიტიკოსებს მოუწევთ მატარებლით მგზავრობა, როგორც 100 წლის წინ.
„ეს ყველაფერი კარგია. მაგრამ ეს არ დააახლოებს უკრაინას მშვიდობასთან. საათი მიდის.”- ამბობს მედვედევი.
შეგახსენებთ. დიმიტრი მედვედევი კრემლის ხელმძღვანელი 2008-2012 წლებში იყო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან, ის სხვაზე მეტად გამოირჩევა დამამცირებელ გამონათქვამებით, მეზობელი ქვეყნისა და დასავლეთის სახელმწიფოების მიმართ.
კომენტარები