აზერბაიჯანი უკრაინას მექანიზებული განაღმვის მანქანას გადასცემს. უკრაინის მთავრობის ცნობით, აზერბაიჯანმა კიევისთვის დახმარების მოცულობის გაფართოების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ცნობილი დღეს, უკრაინის შს მინისტრის მოადგილის, ბოგდან დრაპიატისა და უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის, სეიმურ მარდალიევის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.
„გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ თქვენი გამძლეობისა და გამბედაობისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გავზარდოთ უკრაინის დახმარების პაკეტი, კერძოდ, ჰუმანიტარული განაღმვის საკითხში“, – ციტირებს უკრაინის მთავრობა ელჩს.
მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამომავლო წვრთნების ორგანიზება ჰუმანიტარული განაღმვის საკითხში გამოცდილების გაცვლის მიზნით.
„აზერბაიჯანი უერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ჩაატარებენ ტრენინგებს უკრაინელი სპეციალისტებისთვის განაღმვის სფეროში. ჩვენი გამოცდილება თქვენთვის ძალიან საინტერესოა. საუბარია არა მხოლოდ ეროვნულ შესაძლებლობებზე, არამედ საერთაშორისო მისიებზეც, რომლებშიც აზერბაიჯანი იყო ჩართული.
ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთვის საჭირო დახმარების გაწევას. ჩვენი პრეზიდენტი აკონტროლებს სიტუაციას და მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს თქვენს პრეზიდენტთან ვლადიმირ ზელენსკისთან“, – განაცხადა სეიმურ მარდალიევმა.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები