ფაშინიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე, განაცხადა:
„სომხეთი მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა, მაგრამ აზერბაიჯანმა ამ მზადყოფნის საპასუხოდ, არანაირი რეაგირება არ მოახდინა და არაოფიციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ბაქო გეგმავს ახალი სამხედრო შეტაკებების პროვოცირებას მთიანი ყარაბაღის რეგიონსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.
ამ განზრახვის გამოხატულებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნახჭევანის მონაკვეთზე ვითარების გამწვავება. ეს ინციდენტები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყების საშუალებას არ იძლევა.”
გარდა ამისა, ფაშინიანის თქმით, ოფიციალური ბაქო 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების საპირისპიროდ, რომელიც ყველა სახის სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გახსნას ითვალისწინებს, უარს ამბობს სომხეთისთვის დერეფნის გახსნაზე, სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის დასაწყებად.
კომენტარები