ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს, – ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
რუსული მედია წერს, რომ პუტინი და ალიევი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის “ურთიერთობების ნორმალიზების” საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, რუსული მედიის ცნობით, საუბარი შეეხება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებასა და საერთაშორისო პრობლემებს”.
პუტინის ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს, 19 აგვისტოს დასრულდება.
კომენტარები