ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე:
“გუშინ, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, ფერადკანიანი ახალგაზრდა კაცი მორბოდა. მანქანას გადაუხტა წინ და განწირული და შეშინებული ეხვეწებოდა ჩამისვიო.
მძღოლმა უკან ჩაისვა და მანქანა დაძრა.
უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. რამდენიმე წამში, ხიდის ქვეშ 3 მამაკაცი დავინახე, რომლებიც ქოშინებდნენ, შავი მაისურები ეცვათ, ერთს თავი გადაპარსული ქონდა და ცოტა მოზრდილი წვერით იყო. აშკარად ამას მოსდევდნენ საცემად ან ცემის გასაგრძელებლად.
აშკარად რასიზმის სუნი იდგა.
ხოდა, მომრავლდა ასეთი კუნთმაგარი და ტვინსლიპინა მოფაშისტო ხალხი და თუ დროზე რამეს არ ვიზამთ, ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი.”
კომენტარები