ბარბის მწარმოებელმა კომპანიამ Mattel AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელის, კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პროფესორ სარა გილბერტის თოჯინა გამოუშვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თავიდან გილბერტს ეს იდეა უცნაურად მოეჩვენა, თუმცა ახლა მეცნიერს იმედი აქვს, რომ ახალი თოჯინა ბავშვებისთვის შთაგონების წყარო გახდება.
„მინდა, ჩემმა თოჯინამ ბავშვებს ვაქცინოლოგის პროფესია გააცნოს, რომლის შესახებ მათ შესაძლოა არც იცოდნენ“, – განაცხადა გილბერტმა.
Mattel-მა კიდევ 5 თოჯინა გამოუშვა, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებში (STEM) მომუშავე ქალებს ასახავს. ასე, საკუთარი ბარბი ახლა აქვთ ავსტრალიელ კირბი უაიტს, რომელმაც მედიკოსებისთვის მრავალჯერადი დამცავი კოსტიუმი შექმნა, ბრაზილიელ ბიომედიოკს ჟაკლინ გოეს დე ჟეზუსს, ამერიკელ ექიმებს – ემი ოსალივანსა, ოდრი კრუზს და კანადელ ექიმ ჩიკი სტეისი ორიუვას.
კომენტარები