სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნონა არევაძე-კოტორაშვილი, წერს:
“ბარემ, ბავშვის გაჩენა აუკრძალეთ სოციალურად დაუცველებს. ეს რა ფაშიზმია? იმის ნაცვლად, რომ თავად მშობლებს დაეხმარონ და ხელი შეუწყონ პირობების შექმნაში, თანხები იმაში უნდა ხარჯონ, რომ სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა ჯერ შეაფასოს სიტუაცია, მერე “ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე” გადაწყვეტილება მიიღოს ბავშვის ჩამორთმევის შესახებ (ამაში ხელფასი აიღოს) და ბოლოს პატარა გადასცეს სახელმწიფოს მეურვეობაში (ამაშიც თანხები დაიხარჯოს)…
მაშინ წინასწარ აუხსენით ასეთ ოჯახებს, რომ მათი ოჯახური და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვის გაჩენის შემთხვევაში პატარას წაართმევთ. ასე უფრო სამართლიანი იქნება…”
ფოტოზე – მარიამ გეთიაშვილია საავადმყოფოში.
კომენტარები