ბათუმის მკვიდრი ნოდარ ცინცაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მზად არის კარანტინისთვის მოქალაქეებს საკუთარი ფართი შესთავაზოს. იგი წერს, რომ ოთახებს ღებავს და სახლი 3-დღეში მზად იქნება მოქალაქეების მისაღებად.
“განცხადება!
მე ნოდარ ცინცაძე.
3 დღეში დავამთავრებ ოთახების გადაღებვას პირველ სართულზე. მიუხედავად იმისა რომ ოჯახში მყავს მცირეწლოვანი. მზად ვარ სახელმწიფოს დავუთმო შესაბამისი ფართი, მოქალაქეთა თვითიზოლაციისთვის. წარმოდგენილი მაქვს, ფსიქოლოგიურად როგორი მძიმეა კარანტინში ყოფნა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ თავი იგრძნოს ოჯახურ გარემოში. მე არ მეშინია კორონა ვირუსის, მე პანიკაში ჩავარდნილი ჩემი ხალხი მაფიქრებს. 14 მარტს მზად მექნება 45 კვ.მ-ის ფართი. ჩვენ ეხლა ერთმანეთის გვერდით დგომა გვჭირდება. ღმერთმა დალოცოს საქართველო”, – წერს ნოდარ ცინცაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები