გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
“ბათუმიც დაკარგა ოპოზიციამ, ანუ ,,ოცნებამ” კი არ მოიგო, ოპოზიციამ წააგო… ცხადია გარეთ ხდება ხალხის დაშინება და მოსყიდვა, მაგრამ ამხელა სხვაობა ვერ ყალბდება უბნებში… 1. ოპოზიციამ ბათუმში მხარი დაუჭირა გახარიას საკრებულოში, აი ბათუმელი რომ ვიყო რატომ მივცე ხმა გაერთიანებას რომელიც გახარიას უჭერს მხარს?.. 2. კანდიდატი არა გრძნობებით და სენტიმენტებით, არამედ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებით იმარჯვებს, მამა რომ უწესიერესი კაცი ჰყავდა და იშვიათი გმირობით გაუფრთხილდა პრინციპებს, ფაქტირი არ არის ამომრჩევლისთვის…
ამ ოპოზიციას შანსი არ აქვს ოცნებასთან, რადგან მათი უპრინციპობა და პოლიტიკური სტრატეგიული სვლები არის უსუსტესი…
კიდევ კარგი, რომ ვადამდელი არ ინიშნება, ამ მოცემულობით ქაქში ჯდომას გავიხანგრძლივებდით, რადგან გახარიას მხარდამჭერ, გუბაზა, ვაშაძე, ჩხეიძე, ოქრიაშვილად შემოსაღებულ ოპოზიციას შანსი არ აქვს, ოცნებასთან, რომელსაც გავლენების მთელი მანქანა აქვს აწყობილი და უკარგესად მუშაობს არარაციონალურ ამომრჩეველზე და ქართველი ამომრჩეველი არარაციონალურია და ისეა დამშეული დღევანდელ კვერცხს ირჩევს…”
კომენტარები