გამოცემა, ambebi.ge-ს ინფორმაციით, ბათუმში 7 ნოემბერს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ინეზა ცეცხლაძის სოცოცხლე შეეწირა, იგი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოდან იყო და მეორე კურსის სტუდენტი იყო. გოგონა ქუჩაზე გადადიოდა, როცა ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამედიცინო ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მისი მეგობრები და თანასოფლელები ახალგაზრდა გოგოს ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. ამბობენ, რომ სამაგალითოდ გაზრდილ ხუთ შვილს შორის, ინეზა ცეცხლაძე მეოთხე შვილი იყო, რომელიც სოფელში ყველას უყვარდა.
მომხდარის გამო, ერთი პირია დააკავებული.
კომენტარები