TV25.GE -ს ინფორმაციით, ბათუმში, 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მოხდა.
ბავშვი მანამდე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
“მცირეწლოვანი, ღვიძლის მწვავე უკმარისობით მოათავსეს კლინიკაში, მძიმე მდგომარების გამო, ტრანსპლანტაცია ვერ მოხერხდა, რაც ფატალური შედეგით დასრულდა,”- აცხადებენ იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში.
კომენტარები