ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა – ექიმები თურქეთის მოქალაქის გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
შემთხვევა ბულვარის შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ჩამსხვრეული მინისგან დაზიანებები კი სამმა პირმა მიიღო, ისინი კლინიკებიდან მალევე გაწერეს.
შეიარაღებული თავდასხმა გვიან ღამით, ხალხით სავსე რესტორანში მოხდა.
თვითმხილველი ამბობს, რომ “წითლებში ჩაცმულმა” კაცმა რესტორნის მარცხენა მხარე ჩაცხრილა და დაახლოებით, 19 ტყვია ისროლა.
დაჭრილია კიდევ ორი პირი მათ შორის ერთი ქალია.
კომენტარები