ბათუმში ძლიერი წვიმის შემდეგ ე.წ. ჭაობის და ხოფის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 -მდე ქუჩა დაიტბორა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ნალექის გამო, გადაადგილება განსაკუთრებით აღმაშენებლის ქუჩაზე უჭირთ, ცალკეულ ქუჩებზე კი შეუძლებელია ფეხით გადაადგილება.
ისინი აცხადებენ, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, დიდი რაოდენობით წყლის გატარება დროულად ვერ ხდება, რაც ქუჩების დატბორვას იწვევს.
შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ პრევენციის მიზნით, მობილური ჯგუფები იმ ქუჩებზე გავიდნენ, სადაც ძლიერი წვიმის დროს ტერიტორია ხშირად იტბორება.
ამჯერად კი, უწყების ინფორმაციით, წყლის გამტარი მილების აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
წყარო – gtmedia.geბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ე.წ. ჭაობის და ხოფის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 -მდე ქუჩა დაიტბორა.
კომენტარები