კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმში ხოფის ბაზრობა დაიკეტა. დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 სწორედ ხოფის ბაზრობას უკავშირდება. ინფიცირებულია მამა-შვილი, რომელიც ბაზრობის ტერიტორიაზე მუშაობდა.
“ვუტარებთ PCR ტესტირებას იმ მოიჯარეებს, რომლებიც იმ მაღაზიასთან ახლო მეზობლები იყვნენ. დანარჩენ მოიჯარეებს თხოვნით მივმართეთ, რომ წასულიყვნენ და სხვადასხვა ლოკაციებზე აეღოთ ეს ტესტი. ვთქვით, რომ ფიზიკურად ყველას დღეს ვერ ავუღებდით ტესტს. პასუხები, სავარაუდოდ დღეს იქნება”
კომენტარები