ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი ცხრა წლის ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია.
დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები