ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან 40 წლამდე მუშა გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ანგისის დასახლებაში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა მშენებლობაზე დაცული უსაფრთხოების ნორმები. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები