ბათუმში პოლიციის მეშვიდე განყოფილების უფროსს გოჩა ვანაძეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ.
შემთხვევა ორი დღის წინ გორგასლისა და აბუსერიძის კვეთაზე მოხდა. ვანაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
თვითმხილველების განცხადებით 10-ზე მეტი პირი თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა ერთმანეთს, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაციის განეიტრალებაში პოლიცია ჩაერთო. სწორედ ამ დროს დაშავდა ვანაძე. მომხდართან დაკავშირებით დააკავეს ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილწე პირი, ადგილობრივი გელა ტაკიძე.
ამ დროისთვის უცნობია, სად იმყოფება ნაცემი სამართალდამცველი, ფაქტზე დაკავებული დამნაშავე კი ბათუმის სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
კომენტარები