163 ბათუმში “ტვ პირველის” ოპერატორს თავს დაესხნენ. “ტვ პირველის“ ოპერატორის მურმან ზოიძის განცხადებით, ჩართვისთვის ემზადებოდა, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდა მიუხლოვდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. “ჩართვისთვის ვემზადებოდით, დაინახეს ტელეკომპანიის მიკროფონი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს”,- განაცხადა მურმან ზოიძემ. ბათუმის ცენტრალურ პარკში მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ფაქტის თვითმხილველები კი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე