ბათუმში ზღვამ 23 წლის ბიჭის ცხედარი გამორიყა, ინფორმაციას ამის შესახებ TV25 თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ცხედარი ამ დროისათვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
კომენტარები