ბათუმთან, მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს:
,,უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.”
კომენტარები