საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან საუბრობს, სადაც ჯოზეფ ბორელს დახვდა და ამბობს:
“დღეს საქართველოში იწყებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბატონი ბორელი ვიზიტს. ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა…
საქართველო, საქართველოს ხელისუფლება ბატონ ბორელს ხვდება საკმაოდ მყარად იმ მიმართულებით, რომ ჩვენ 12 პუნქტის მიმართულებით, ძალიან დიდი შრომა გავწიეთ და შევასრულეთ დღევანდელი გადასახედიდან ის ვალდებულებები… ციფრებზე რომ არ ვილაპარაკოთ, უმჯობესია და მოგიწოდებთ, დაველოდოთ ოქტომბერს, როდესაც იქნება კონკრეტული ანგარიში, სადაც თქვენ წაიკითხავთ თუ რამდენი რეკომენდაცია შესრულდა. ჩვენ ვამბობთ, რომ რეკომენდაციების მიმართულებით საკმაოდ მყარი ქვეყანა. შევასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც შესაბამისი გავლენა იქონია საქართველოს რეფორმების პროცესზე.”
კომენტარები