მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციიდან სავარაუდო გაძევების შესახებ.
„ინტერნეტ სივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მაჩალიკაშვილი გააძევეს აქციიდან, რაც არის მიუღებელი აბსოლიტურად, არანაირი კავშირი არ გვაქვს ამ ყველაფრეთან.
ბატონი მალხაზსაც შევეხმიანეთ და მასაც ავუხსენით ეს ყველაფერი. ზოგადად, აქ მოსვლას რაც შეეხება, არავისთვის აკრძალული არაა. თუ რამე დაპირისპირება მოხდა ჩვენ ყველანაირ დაპირისპირებას ვემიჯნებით. გამომდინარე აქედან, არ გვინდა რომ ამ თემას მოჰყვეს შემდეგი გაგრძელებები ინტერნეტსივრცეში, რომ თითქოს ჩვენ დაპირისპირება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანთან. გვინდოდა ამასთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა განცხადება, რომ აღარ იყოს სპეკულაცია ამ თემებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ რთულ ფაზაში ვართ გადასული და ყველანაირად ცდილობს ხელისუფლება დააპირისპიროს ჩვენთან სხვადასხვა პერესონა თუ სხვადასხვა ჯგუფი. ჩვენც როგორც შეგვიძლია საინფორმაციო საშულებებით, პირადი ლაივით თუ თქვენი მეშვეობით უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან, “- ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
დღეს რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია და მახლაზ მაჩალიკაშვილის კომენტარი, რომ მას ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლის ნება არ მისცეს.
კომენტარები