კულტურის სამინისტროს თანამშრომელი იოსებ ჭუმბურიძე:
,,ბატონო ბერძენიშვილო!
რამდენიმე წუთით, თვალი მოსწყვიტეთ შალვა რამიშვილს და ჩემკენ გამოიხედეთ.
რაკი ვახსენე, ორიოდე სიტყვას შალვაზე გეტყვით:
მას არც ნიჭი აკლია, არც განათლება, შესაძლოა, ფული თქვენსავით უყვარდეს, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, ფულზე არასოდეს გაყიდულა და, ასევე თქვენსავით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ ულანძღია და მერე არ უქია.
აზრი არც ბიძინა ივანიშვილზე შეუცვლია, ასევე, თქვენსავით.
***
აი, ივანიშვილიც ვახსენეთ.
არსებობს აზრი, რომ იესო არასოდეს იცინოდა.
ამის შესახებ, „დიდო ერუდიტო”, უმბერტო ეკოც წერს.
მაგრამ, ამიერიდან, ვეღარც მას დავუჯერებ, რადგან თქვენ გააცინეთ.
განა ღმერთი არ გაიცინებს მაშინ, როცა თქვენ ბიძინა ივანიშვილს ლანძღავთ?!
თქვენ(ლევ. ბერძენიშვილი!) – ყოვლად უმაქნისი ვითომ პოლიტიკოსი, ყველაზე პარაზიტული პარტიის წევრი, ხან ვის კისერს რომ მიეკვრებოდა და ხან ვისას; ყველაზე უმაქნისი და მძინარე პოლიტიკოსი(გუბაზის შემდეგ!), ვისაც ქვეყნისთვის ჩხირიც არ გადაუბრუნებია. კარგად მახსოვს, ქუთაისიდან პარლამენტის უკან დაბრუნებას რატომ აპროტესტებდით: თბილისიდან მანქანით რომ მივდიოდი, გზაში ჰომეროსს ვთარგმნიდიო. ჰგავს კიდეც გზაში ნათარგმნს. ოდესმე მოიცლიან და გაჩვენებენ, რომ ის თარგმანი გზაში დახარჯული ბენზინის ფასადაც არ ღირს.
შედარებით უკეთესად არისტოფანეს კომედიის თარგმნა გამოგივიდათ(ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც კომედიის პერსონაჟი ხართ), მაგრამ თავად მაინც არისტოფანად დარჩით.
რაც თქვენს ლიტერატორობას შეეხება, აბსოლუტურად ვეთანხმები ბაჩო ოდიშარიას: თქვენს ვრცელ ლაილაიში ორიგინალური აზრის ნასახიც არ ჩანს.
აკაკი გაწერელიას ერთი ფრაზა გადაწონის მთელს თქვენს „ნააზრევს.”
***
ბაჩანა ბრეგვაძეც უნდა ვახსენო.
ამ მართლაც განსაცვიფრებელ ერუდიტს ერთხელ არ უთქვამს, ბევრი ვიციო.
პირიქით:
„დონ კიხოტის” მთარგმნელს, სერვანტესის საიუბილეოდ, ერთ-ერთი ჟურნალისთვის, სტატიის დაწერა ვთხოვე.
ვერ დავწერო.
რატომ- მეთქი, – განცვიფრებულმა ვკითხე.
პასუხი: საამისო ცოდნა არა მაქვსო.
***
ეს ბაჩანა ბრეგვაძემ მითხრა!
და თქვენ ვინ ხართ, თქვენს ნაკითხობას რომ გვამადლით?!
თქვენ, მართლა ნაკითხო და გაუნათლებელო!
კონსტანტინე გამსახურდია წერდა, ზოგიერთს ერუდიცია ალექსანდრე მაკედონელის ცხენის სახელის ცოდნა ჰგონიაო.
თქვენ იცით მაკედონელის ცხენის სახელი, მაგრამ იმ ბუცეფალის ნალის ფასიც არა გაქვთ.
დიახ, არა გაქვთ, რადგან მიშასა და მის ნაციონალებს ჯერ ჯალათებად აცხადებდით, ახლა კი მას / მათ მიეტმასნეთ.
***
რაც ბიძინა ივანიშვილს შეეხება:
„არ დაცემულა საქართველო იმგვარად ჯერეც”, ქველმოქმედი და მოლაყბე ერთმანეთისგან ვერ გაარჩიოს.
***
და კიდევ:
შემზარა იმან, რომ სტუდენტებით იქადნებით.
გულწრფელად მეცოდებიან თქვენი სტუდენტები და არ ვკარგავ იმედს, რომ მალე მიხვდებიან, აუცილებლად მიხვდებიან, ვინც ხართ და რაც ხართ…”
კომენტარები