ექსპერტი გია ხუხაშვილი გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებებს ეხმაურება:
„ჩემთვის აუხსნელია, რატომ უნდა ებრძოდეს ხმალამოღებული გარდაცვლილის ბიძა იმათ, ვინც თუნდაც არასწორად, სპეკულაციურად, პოლიტიკური ინტერესით, მაგრამ მაინც ჭირისუფლის მხარეზეა. შეიძლება პარადოქსად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ამ დროს სპეკულაციაც კი სიმართლის დადგენის ინტერესზე მუშაობს, რადგან მამაძაღლობის შანსს არ უტოვებს სისტემას.
ბატონო ბიძა, შეიძლება ბევრ შეფასებაში დაგთანხმდებოდით კიდევაც, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ პირველ რიგში ჭირისუფალი ხართ და მხოლოდ მერე ყველაფერი სხვა…“
კომენტარები