ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“მე არ მჯერა, რომ მედვედევს ექაუნთი გაუტეხეს და `დაუდეს` ეს პოსტი ყაზახეთის და საქართველოს შესახებ.
არა აქვს მნიშვნელობა, მთვრალი იყო თუ ფხიზელი….
მარტივი საბუთი მაქვს: აგერ არ არის მისივე ტელეგრამ-არხი? ნახეთ რეებს წერდა ბოლო 3 თვეა და რეებს წერს.
და რატომ არის დაუჯერებელი, რომ ესეც დაეწერა?
საქართველო რომ რუსულ-დერჟავული ნარატივის განუყოფელ ნაწილად რჩება უკვე 30 წელია და მეტია…ესეც უბედურებაა რა…..სხვა არავინ ასეთი `გაჭედვით`;Грузия…грузия…грузия…..
ეს ნარატივი პეტერბურგის დროინდელია – მედვედევის მშობლიური ქალაქისა.
მაგრამ რა საოცრება თქვა დღეს ამის კომენტირებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა? – `მედვედევი წარსულიაო`.
ვინ არის წარსული ბატონო მინისტრო – მედვედევია წარსული?!
დიმიტრი მედვედევი არის პუტინის ოფიციალური მემკვიდრე!
ხვალ რომ პუტინი არ იყოს პრეზიდენტი, მედვედევი ხდება ისევ პრეზიდენტი.
მას უკავია რუსული deep state-ის მაკონტროლებელი საკვანძო პოსტი> უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა. თავმჯდომარე კი თვითონ პუტინია!
ის ძალიან საშიში ფენომენია.
განა იმ ლუციფერზე საშიში თითქოს რა და ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ….გარწმუნებთ მასზე უარესია.”
კომენტარები