უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე ღარიბაშვილის ინტერვიუს ასე პასუხობს:
„ბატონო პრემიერო, ათობით მებრძოლი არ ჩამოსულა უკრაინიდან. ჩამოვფრინდი მხოლოდ და მხოლოდ მე და თუ რამის თქმა გინდათ, შეგიძლიათ ჩემი სახელი და გვარი თქვათ, იმიტომ რომ მინიშნებით არ გამოვა არაფერი. მე ორი სიტყვით გამოვედი და მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდობას მადლობა გადავუხადე, არანაირი მოწოდება არ გამიკეთებია. ჯერ ძმები გვიწოდა და მერე სასირცხვილოები და რატომღაც ძალიან არეულები არიან”
კომენტარები