„ბატონო რეზო, მართლაც შიმშილობენ საქართველოში ბავშვები და ეს თქვენთვის არ უნდა იყოს უცნაური ამბავი“,- ასე მიმართა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, თამარ ხულორდავამ დეპუტატ რევაზ არველაძემ, რომელმაც გუშინ თქვა, რომ ქვეყნაში ბავშვები არ შიმშილობენ.
„ბავშვები შიმშილობენ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული სოციალურ-ეკონომიკური ფონია ქვეყანაში და სიღარიბე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა. ასეთ პირობებში სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეს პრობლემა არსებობდეს. თუ პრობლემას თვალს არ გაუსწორებ და მის უარყოფაზე გააკეთებ აქცენტებს, მერე ძალიან რთულია მის გამოსწორებაზე სათანადოდ მუშაობა,“ – მიმართა ხულორდავამ რევაზ არველაძეს.
გუშინ რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ.
კომენტარები