ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან, “პალიტრანიუსის” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა.
25 წლის მამაკაცის გადარჩენა მაშველებმა გასაბერი ლეიბით შეძლეს. იგი ბათუმის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ის ბათუმში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულია.
ცნობისთვის, წუხელ ძველ ბულვარში 25 წლის მამაკაცმა ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი, 57 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც გარდაიცვალა.
კაფე-ბარის თანამშრომლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ინციდენტი ახალგაზრდა ბიჭებს შორის კაფე-ბარში დაიწყო, რომლებიც სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ. დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი შენობის გარეთ გაიყვანა. სწორედ ამ დროს 25 წლის მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დაცვის თანამშრომელს და ადგილიდან მიიმალა.
ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო – პალიტრანიუსი
კომენტარები