“ალიას” ბათუმიდან დაგვიკავშირდნენ, გამოგვიგზავნეს ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც დღეს, 9 ოქტომბერსაა გადაღებული და წერილი:
ევროპას გავიძახით მაგრამ აზროვნება საბჭოური გვრჩება. გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ რა გული უნდა გქონდეს რომ აქ გაიარო მაგრამ მაინც ყველა დადუმებული და გაჩუმებული მშვიდად მოძრაობს სიკვდილს შუა. ტროტუატი აღარ დატოვეს და ქუჩაშიც გამოვიდნენ. მე როგორც 2 მცირეწლოვანი შვილის დედას ყოველდღე მიწევს ამ რეალობასთან შეჯახება მაგრამ უძლური ვარ. ეს ხდება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, დავიჯერო ვერავინ ხედავს??? არა, უბრალოდ არ უნდათ რომ დაინახონ.
საკუთარ თავზე ვბრაზობ რომ უძლური ვარ, განვიცდი რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია, ალბათ მაინც ჩარჩენილია ფიქრი იმისა, რომ აზრი არა აქვს, მაინც ტყუილად ვიბაქიბუქებ და შედეგად მივიღებ მხოლოდ იმას რომ ზოგი ნათესავ-მეგობარი კომენტარს გააკეთებს, მეტი საქმე არა აქვსო…
ევროპა გვინდა მაგრამ ევროპულ აზროვნებას ვერა და ვერ მივუახლივდით… ჩემი ქალაქი მკლავს… მტკივა ჩემი ბათუმი”
მოქალაქე გვიყვება, რომ პატრული მხოლოდ მაშინ აჩერებს მანქანებს, როცა უშულოდ დასხმის პროცესი იწყება, მშენებლობის გამო, ქუჩა ნახევრად გადაკეტილია, თუმცა, ბოლომდე არა და მოქალაქეები ამ ადგილას მშვიდად დადიან.
რამდენად უსაფრთხოა ეს გარემო და რამდენადაა დაცული უსაფრთხოების ზომები, იმედია, ამით ბათუმის მერია დაინტერესდება. მით უფრო, იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც ზუსტად ერთი დღით ადრე, ამ ქალაქს დაატყდა თავს.
კომენტარები