ომის 301-ე დღეს უკრაინაში ვითარება ისევ უკიდურესად დაძაბულია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს, რომ უკრაინელ ბავშვებს აღელვებთ, რომ რუსული რაკეტები სანტას ჩამოაგდებენ.
“ჩვენი ბავშვები ღელავენ, რომ რუსული რაკეტები ჩამოაგდებენ სანტას, რომელიც უკრაინას გადაუფრენს, მაგრამ ჩვენი საჰაერო თავდაცვა მას და მის ირმებს, ჩვენი ქვეყნის თავზე უსაფრთხოდ ფრენის გარანტიებს აძლევს,” – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
კომენტარები