პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:
ახალგაზრდები, ბავშვები, ქალები მოხუცები ცემეს – არანაირი გამოძიება, არანაირი დაკავება. არავინ აღშფოთებულა „ოცნებიდან“;
მეტიც, დამწკრივდნენ და დიდიან-პატარიანად ყველა ძალადობას ამართლებდა და კიდევ უფრო მეტი ძალადობისკენ მოუწოდებდა;
არც „ოცნების“ აღშფოთებული ქალები მახსენდება მათ თანამოქალაქე ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს რომ ცემდნენ;
მეტიც, მოძალადე ზონდერებს ამნისტია გამოუცხადეს და სრული დაუსჯელობის გარანტიები მისცეს;
არც „ოცნების“ არასახალხო დამცველი აღშფოთებულა, როცა ხალხს უმოწყალოდ ცემდნენ და მოძალადეებს დასჯის ნაცვლად, ამნისტიას ახებდნენ; როცა ხალხს ხმებს პარავდნენ და მათ თავისუფალ ნებაზე ძალადობდნენ.
დუმდა ყველა საგამოძიებო, დუმდა პროკურატურა.
რაც გუშინ ვნახეთ, ასე გამოიყურება „ოცნების სამართალი“ და „ოცნების“ დამცველად გაფორმებული არასახალხო დამცველი.
…
ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის ბრალდებული ზონდერი გამოსულა ზონდერების ამნისტიით. ტყუილად არ ვამბობდით, რომ „ოცნების“ ამნისტია იყო ზონდერების ამნისტია – მოძალადეებს დაუსჯელობის გარანტიები წინასწარ შეთანხმებულად მისცეს პარლამენტმა, პროკურატურამ და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. ეს კრიმინალური ამნისტია იმ არაერთ ზონდერს ეხება რუსული კანონის პროტესტის დროს ახალგაზრდები, ბავშვები, ქალები და მოხუცები რომ სცემეს.
კომენტარები