დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის (NHS) წარმომადგენლებმა, ექიმებს გაფრთხილება გაუგზავნეს, რომელშიც ეწერა, რომ გაზრდილია შემთხვევები, როდესაც ბავშვები რეანიმაციაში „მულტისისტემური სიმპტომებით“ ხვდებიან, რაც გამოიხატება მუცლის და გულის ტკივილებით და შეიძლება ეს ახალ კორონავირუსითან იყოს დაკავშირებული.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„ბოლო 3 კვირაში გაიზარდა მულტისისტემური ანთებითი მდგომარეობის შემთხვევები ბავშვებში, რომლებსაც ინტენსიური თერაპია სჭირდებათ.
ყველა შემთხვევაში გამოვლინდა ტოქსიკური შოკი და კავასკის სისტემის ატიპური ფორმა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კოვიდ-19თან“, – წერია NHS-ის წერილში.
წერილში ასეთი სიმპტომების მქონე ბავშვების ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის.
კომენტარები