ბავშვს, რომელიც თვითმფრინავში დაიბადა, EgyptAir-მა მთელი ცხოვრების განმავლობაში უფასო ფრენები აჩუქა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
EgyptAir -ის თვითმფრინავი ჩადის დედაქალაქ, ნჯამენადაც კაიროში მიფრინავდა, როდესაც ერთ-ერთ მგზავრს მოულოდნელად მშობიარობა დაეწყო.
პილოტი ეცადა კაიროდან 800 კილომეტრში მდებარე ქალაქ ასუანში დაფრენილიყო, რათა ქალს საშუალება ჰქონოდა საავადმყოფოში ემშობიარა. თუმცა, ქალმა ბავშვი თვითმფრინავის დაფრენამდე გააჩინა.
საბედნიეროდ, თვითმფრინავში ერთ-ერთი მგზავრი მედიცინის სტუდენტი აღმოჩნდა და ქალს მშობიარობაში დაეხმარა.
კომენტარები