საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას, სადაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვაკის პარკში 4 დღის წინ დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს, განაცხადა:
„ეს ტრაგედია და იმ ბავშვის ხსოვნა არ იმსახურებს იმას, რომ იმავე განწყობით ვუპასუხოთ, რა განწყობითაც ისინი (ოპოზიციის წარმომადგენლები) ბრალს გვდებენ. გამოძიება დაიჭერს აუცილებლად ვინც იქნება პასუხისმგებელი და ეს თუ ასე არ მოხდება, მეც თქვენთან ერთად პრეტენზიას წავუყენებ ყველას, ვისაც ეს საქმე უნდა გამოეძიებინა და არ გამოიძია, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს ასე მოხდება. როდესაც თქვენ წინმსწრებად და უაპელაციოდ გინდათ, რომ ადამიანს ბავშვის სიკვდილის ტვირთი დააკისროთ, რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი ბავშვის გარდაცვალებაში, ვინმეს თუ რაიმე წვლილი მიუძღვის, საერთოდ რა მოსატანი კატეგორიაა პოლიტიკა და თანამდებობა ამ ნაწილთან?!“
კომენტარები