პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ წინა მინისტრმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
“ბატონი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი, მას აქვს კარგი, ღირსებული განათლება მიღებული, იგი სწავლობდა აშშ-ში, შემდეგ გერმანიაში. მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია”, – თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ამილახვარი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიდ სკანდალში გაეხვია და საკუთარი განცხადების გამო, ბოდიშის მოხდაც კი მოუხდა.
ვაკის პარკის ტრაგედიაზე, რა დროსაც მოზარდი დაიღუპა, საუბრისას, მან განაცხადა:
“ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია შეიძლება მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!”
შეგახსენებთ, პასუხისმგებლობის საკითხი არაერთ ადამიანზე დადგა რეალურად, ვაკის პარკის საქმეში და პროცესები ჯერ ისევ გრძელდება.
გიორგი ამილახვარი ვაკის პარკის ტრაგედიაზე დილით გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშს იხდის – (ვიდეო)
კომენტარები