პოეტი, ლელოს წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
“კალაძის დღევანდელი ფოტოები ვნახე და ბავშვს, ვინც ფიზიკურად გადაურჩა დენის დარტყმას, ახლა მორალურად კლავენ.
და შავით თეთრზეა, რომელი სიკვდილია უარესი.
ამაზე მუშაობს მთელი სამთავრობო პროპაგანდა, ცოცხალი და ვირტუალური ძალა.
დაიწყეს მებაღით და გააგრძელეს ბავშვით.
ადვილი მისახვედრი იყო, რომ საღამოს უკვე იქნებოდა დაკავებები, თავის დაძვრენის ოპერაციის ბოლომდე დასასრულებლად.
მოკლედ, ფსკერიც აღარ არსებობს, გახვრიტეს.
ყველანაირი ზნეობრივი იმპულსი ჩაკლეს.
მეგობარი, მითუმეტეს მარიტასნაირი მეგობარი, დაუფიქრებლად რომ გადმოხტა წყალში შენს დასახმარებლად და დაიღუპა, არ იცვლება საფეხბურთო მაისურსა თუ ბურთზე.
მაგრამ საკუთარი გასქელებული ტყავის გადარჩენისთვის ამაზეც წავიდნენ.
და უკვე ცხადია, რომ მომავალშიც აბსოლუტურად ყველაფერზე წავლენ.”
კომენტარები