ეროვნული ბიბლიოთეკიდ დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე: ,,თუ ჟვინტლი მოგდილაირენ, რას დეეთრევი ჩაში ფეხბურთის სათამაშოთ, დეეგდე სახლში და მეირჩინეო”
აბა, ამგვარ წინადადებას როგორ გაკადრებთ, მაგრამ სხვა ფორმით და იმგვარივე სიყვარულით, რაც იმ ვითომ სალანძღავ სიტყვებში იყო, მოგიწოდებთ, ჩემგან განსხვავებით, ვისაც გარდაუვალი ვალდებულებები არ გაქვთ, დარჩით სახლში. ავიცილოთ თავიდან მძლავრი აფეთქება და დავტოვოთ ვირუსი ნელი გავრცელების რელსებზე!
მოჰფინეთ ეს სლოგანი ერთმანეთს და რაც მთავარია, მხოლოდ სლოგანად ნუ დატოვებთ
პატივისცემით
კომენტარები