პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მათ პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პარტიის კარი ღია მერაბიშვილისთვის, ვაშაძე პასუხობს: „ჩემთვის არ მოუმართავს ჯერ და არ უთქვამს თავის გეგმებზე არაფერი და როგორ გიპასუხოთ?“.
ჩაკითხვის შემდეგ, რომ მიმართოს მერაბიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“, გააწევრიანებენ თუ არა პარტიაში, ვაშაძე პასუხობს: “იცით რა? ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა, ამიტომ ნუ მესაუბრებით იმაზე, რაც რეალობაში არ ხდება“.
„როცა რეალობა იქნება, მერე მომეცით შეკითხვა”, – მიმართა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
კომენტარები