“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელია, თქვა:
“ბედნიერი ვარ იმით, რომ ნიკა დღეს იქნება თავის შვილთან ერთად და სანდროსთან ტყუილების თქმა არ დამჭირდება იმიტომ, რომ ხან რას ვეუბნებოდი ხან რას და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩაეხუტებიან ერთმანეთს.
მე მეამაყება ნიკას ასეთი ძლიერი პოზიცია, ის არ არის მოღალატე და არასდროს უღალატებს იმას, რასაც ფიქრობს, ის არის სამშობლოს ერთგული, ნამდვილი ქართველია, უყვარს საქართველო და საქართველოსთვის სიცოცხლესაც კი დადებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ნიკამ ამ ასაკში ამხელა სიყვარული დაიმსახურა”.
კომენტარები