ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თემურ მღებრიშვილის განცხადებაზე:
,,არსებობს საშინელი, სპეციფიკური გლოვის მდგომარეობა, რომელიც ახლავს “ბუნდოვან დანაკარგს”. როცა არ იცი, ადამიანი ნამდვილად გარდაიცვალა თუ შეიძლება გქონდეს დაკარგულის პოვნის იმედი. ეს ჩვენ სამი წელი გამოვცადეთ, როცა ირაკლის მამაზე არ გვეუბნებოდნენ, გარდაცვლილი იყო თუ ცოცხალი. უტოლდება წამებას. ცრუ იმედის მიცემა ჭირისუფლისთვის (და დღეს მთელი მოსახლეობა ვართ ჭირისუფალი, დაზაფრულები და გაოგნებულები) არის ძალიან დიდი ბოროტება. გაურკვევლობა იწვევს ტანჯვას, ემოციების მონაცვლეობა იწვევს იმედგაცრუებას და რე-ტრავმირებას, ანუ განმეორებით ტრავმირებას.
ბედნიერმა გავაზიარე, ადამიანი გამოჩნდაო და თურმე სიაში ყოფილა შეცდომით. დაუშვებელია ასეთი “პოზიტივებით” ხალხის გრძნობების გამოფიტვა.”
შოვში, დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი კონტაქტზე გამოვიდა – მღებრიშვილი
კომენტარები